MySQL სასწავლო პლატფორმა

მოგესალმებით MySQL სასწავლო პლატფორმაზე

ისწავლე MySQL მარტივად, შეამოწმე შენი უნარები ქვიზებით და გაიღრმავე ცოდნა სავარჯიშოებით

რას გთავაზობთ?

📘
სასწავლო მასალა
დეტალური MySQL სასწავლო მასალა დამწყები დონიდან, რომელიც დაყოფილია 9 თავად. მიზანშეწონია სასწავლო მასალას გაყვეთ თანმიმდევრულად, რათა შეძლოთ ყოველი მომდევნო მასალის უფრო სწრაფად და უკეთესად გააზრება. სასწავლო მასალიდან მიღებული ცოდნა შეგიძლიათ შეამოწმოთ ქვიზებით და პრაქტიკული სავარჯიშოებით.
📝
ინტერაქტიული ქვიზები
ამ გარემოში შეხვდებით თემატურად დაყოფილ ქვიზებს, სადაც ყოველ თემას გააჩნია შემთხვევითად შერჩეული 15 კითხვა. ქვიზებში მიღებული მაღალი შედეგები ერთ-ერთი წინაპირობაა სერტიფიკატის მისაღებად, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ერთი და იგივე თემის შესახებ ქვიზი გააკეთოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგესურვებათ, რათა აიმაღლოთ ქვიზში მიღებული ქულების საშუალო მნიშვნელობა.
⌨️
პრაქტიკული სავარჯიშოები
რეალურ სცენარებზე დაფუძნებული სავარჯიშოები, რომელთა შესრულება გაგავარჯიშებთ MySQL Query-ის წერაში და მნიშვნელოვანია ნასწავლი მასალის უკეთ ასათვისებლად. ყველა სავარჯიშოს შესრულება სერტიფიკატის მიღების ერთ-ერთი წინაპირობაა, ამიტომ რეკომენდებულია სავარჯიშოების გაკეთება სცადოთ მინიმუმ იმდენჯერ, სანამ არ შეასრულებთ თითოეულ მათგანს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ გარემოში დაშვებულია მხოლოდ SELECT ბრძანების გამოყენება.
🗄️
MySQL ინტერაქციული გარემო
MySQL კოდის წერის ინტერაქტიული გარემო, სადაც შეგიძლიათ დაწეროთ ის Query, რომელიც მოგესურვებათ გარემოში არსებულ ცხრილებზე დაყრდნობით. ეს გარემო დაგეხმარებათ თქვენ თვითონ მოიფიქროთ დამატებითი სავარჯიშოები, შეასრულოთ ისინი და დააკვირდეთ მიღებულ შედეგებს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ გარემოში დაშვებულია მხოლოდ SELECT ბრძანების გამოყენება.
📊
შედეგების ისტორია
თქვენი პროგრესის შესახებ ინფორმაცია თავმოყრილია თქვენი პროფილის გვერდზე. აქ შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია როგორც ქვიზებში მიღებული შედეგებისა და განხორციელებული პრაქტიკული სავარჯიშოების შესახებ, ასევე სერტიფიკატის დაუფლებისკენ არსებული პროგრესის შესახებ. თქვენი პროფილის გვერდიდან წვდომას შეძლებთ მომხმარებლების რეიტინგების გვერდზეც, სადაც ასახულია მომხმარებლების მიერ ქვიზებში მიღებული შედეგების რეიტინგები.
📜
სერტიფიკატი
სერტიფიკატის მისაღებად განსაზღვრულია 2 მნიშვნელოვანი წინაპირობა: 1. მომხმარებელმა უნდა შეასრულოს სასწავლო მასალაზე დაფუძნებული ქვიზები ყველა თემის შესახებ და ამ თითოეული თემის ქვიზში, საშუალოდ, არანაკლებ 70% უნდა დააგროვოს. 2. მომხმარებელმა უნდა შეასრულოს ყველა პრაქტიკული სავარჯიშო. სერტიფიკატი ადასტურებს მომხმარებლის მიერ თვითსწავლებაზე დაფუძნებული კურსის წარმატებით დასრულებას.

პლატფორმის შესახებ

🛡️
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს და იცავს თქვენს მონაცემებს ჩვენი MySQL სასწავლო პლატფორმა.

დეტალური ინფორმაცია →
📚
წესები და პირობები
პლატფორმის გამოყენების წესები და პირობები არეგულირებს მომხმარებლების ქცევას ვებსაიტის გამოყენებასთან მიმართებით.

დეტალური ინფორმაცია →
🤵
ჩვენს შესახებ
პლატფორმა შექმნილია MySQL-ის შესასწავლად ქართულ ენაზე, რათა მისი სწავლის შესაძლებლობა ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის. პლატფორმის დამფუძნებელი, დეველოპერი და კონტენტის ავტორია თორნიკე სხირტლაძე.

პლატფორმის ავტორი →
📨️
კონტაქტი
კონტაქტი შესაძლებელია მხოლოდ ელ. ფოსტის გამოყენებით. ვებსაიტის შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად, იდეების მოსაწოდებლად ან ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

[email protected]